www.tradewithgeorgia.com წარმოადგენს ინტერნეტ კატალოგს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციისა და სერვისების შესახებ ფართო აუდიტორიას გააცნოს. თავის მხრივ სააგენტოს მიზანია რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს დაუკავშირდნენ უცხოელ პარტნიორებს და და საერთაშორისო კომპანიებს გაუმარტივოს წვდომა ინვესტორებსა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.
ზემოხსენებული ონლაინ პლატფორმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა შეიქმნა. ასევე და სააგენტო აქტიურადაა ჩართული საიტის პოპულარიზაციასა და ფრომოუშენში. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი, სადაც უახლოეს პერიოდში იგეგმება კატალოგის პოპულარიზაცია გახლავთ ევროკავშირი.