პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
31 იანვარი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: გიორგი სეთურიძე / პიარ მენეჯერი
ტელეფონი: +995 32 444882
ფაქსი: +995 32 444882
მობილური: +995 99 988889
ელ-ფოსტა: seturidze@msn.com
საინვესტიციო ჯგუფ ”აბუ დაბის” ხელმძღვანელთა ვიზიტი საქართველოში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 31 იანვარი, 2008 - 1 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხი, ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მისი უდიდებულესობა ნაჰიან იბნ მაბარაქ ალ ნაჰიანი ეწვევა. სამეფო ოჯახის წევრი თბილისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი მოწვევით ესტუმრება.
პროტოკოლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებს საპორტო ქალაქ ბათუმშიც უმასპინძლებს.
მისი უდიდებულესობა საინვესტიციო ჯგუფ “აბუ დაბის” დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. დელეგაციის წევრთა შორის აბუ დაბი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ბაშირ ტაჰირიც იქნება. საქართველოში ჯგუფმა უკვე 2 საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო: “კორბანკი”, რომლის დასაფუძნებლად საწესდებო კაპიტალის სახით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა, საბანკო საქმიანობაზე ლიცენზია კი ეროვნულმა ბანკმა 1 კვირის წინ გადასცა. ბანკის პირველი ფილიალი მუშაობას 6 თვეში დაიწყებს.
მეორე პროექტი კომუნიკაციების სფეროში ხორციელდება. ამ მიმართულებით წლის ბოლომდე “ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” 80 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ვაიმაქსის სიხშირეზე ლიცენზია 10 მილიონ დოლარად გასული წლის ნოემბერში იქნა შეძენილ და უკვე მიმდინარე წელს უკაბელო ინტერნეტის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება.
კიდევ ერთი მიმართულება სასტუმროების მშენელობა იქნება. ჯგუფის წარმომადგენლები თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად ტერიტორიის შერჩევაზე ამჟამად მუშაობენ. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარია და ის 3 წელიწადზე გაიწერება.
ჰოლდინგის საქმიანობა აღნიშნული სფეროებით არ შემოიფარგლება და ინვესტიციების განსახორციელებლად საინტერესო სფეროთა ძიება კვლავ გაგრძელდება.
აბუ დაბი ჯგუფი 40 წელზე მეტია არსებობს და საინესტიციო საქმიანობას აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ეწევა. ჰოლდინგი რამოდენიმე ბანკს, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აერთიანებს, მთლიანი პორტფელი კი 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯგუფს საქართველოს გარდა ინვესტირების სურვილი აზერბაიჯანის და უკრაინის ბაზრებზეც აქვს. მომავალ კვირას დელეგაციის წევრები გაცნობითი ვიზიტით ბაქოს ეწვევიან.
###