პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
19 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქრო პირი: გიორგი სელიმაშვილი
ტელ: 508 444; მობ: 899 42 77 37
ელ.ფოსტა: giorgi@publicity.ge
ვებ.გვერდი: www.proservice.ge
საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ბიზნესი კარს უღებს ნიჭიერ სტუდენტებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 ოქტომბერი, 2007 - საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც წარმატებით ვითარდება საქართველოშიც. ამის დამადასტურებელი მაგალითია კომპანია "პროსერვისსა" და "საქართველოს უნივერსიტეტს" (UG) შორის დაწყებული თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს ნიჭიერი სტუდენტების სტაჟირებასა და მათ წახალისებას სტიპენდიის დანიშვნის სახით. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული და საამშენებლო ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელმა - სერგო ცირამუამ და "პროსერვისის" დირექტორმა - გიორგი ნატროშვილმა.
მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს საინფორმაციო ტექნოლოგოების სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადების და გადამზადების საკითხის მოგვარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც IT-ბაზრის შემდგომი ზრდის, ისე საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით.
"პროსერვისის" დირექტორის გიორგი ნატროშვილის განმარტებით, "ეს წამოწყება უნდა განვიხილოთ არა უბრალოდ სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით. ეს არის მუდმივმოქმედი პროექტი, რომელიც მრავალ ელემენტს აერთიანებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოხერხდეს ნიჭიერი სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით შევსება. პროსერვისში ამისათვის ყველანაირი პირობა არის შექმნილი".
გარდა სტაჟირებისა, ახალგაზრდებს მიეცემათ კიდევ ერთი სტიმული თავიანთი შედეგების გასაუმჯობესებლად. ეს გახლავთ "პროსერვისის" სახელობის სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, რომელიც მიმდინარე სემესტრიდან სასწავლო მოსწრებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტს დაენიშნება. საუკეთესო სტუდენტები დასაქმდებიან აღნიშნულ კომპანიაში.
###
ორგანიზაციის შესახებ:
"პროსერვისი" წარმოადგენს ვებდიზაინის წამყვან სტუდიას საქართველოში. კომპანია გამოირჩევა პროფესიონალიზმით და მდიდარი გამოცდილებით, რაზეც მეტყველებს ათეულობით ინტერნეტ პროექტი, რომლთაგან აღსანიშნავია პირველი ქართული საძიებო სისტემა "BOOM.GE", ასევე "PSP"-ს, "პოპულის", "სტანდარტ ბანკის", "USAID"-ის, "მაგი სტილის", "საინფორმაციო სააგენტო GHN"-ის და უამრავი სხვა ორგაიზაციის ვებსაიტები. კომპანია აქცენტს აკეთებს მხოლოდ ლიცენზირებულ და უახლეს ტექნოლოგიებზე, როგორც ტექნიკური, ისე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.
გარდა ვებდიზაინისა, "პროსერვისი" მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიანი და მაღალსიჩქარიანი ჰოსტინგის სერვისს (ვებგვერდებისა და ელექტრონული ფოსტების განთავსებას ინტერნეტ სივრცეში), რომელიც დაფუძნებულია როგორც Unix- , ისე Windows - ტექნოლოგიებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.proservice.ge/