ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მედიასთან პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" ფარგლებში
01/12/2009

 
პრესრელიზი

1 დეკემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
”ფაბლისითი ჯგუფი"
ტელ: +995 32 508 444
მობ: +995 77 465 59
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge

საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მედიასთან პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" ფარგლებში 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 დეკემბერი, 2009 - 27 ნოემბერს ზუგდიდში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" პროექტის ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი მედიის, პროექტის პარტნიორ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ტრენინგებისა და კონსულტაციური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის მიზანს ჟურნალისტებისათვის პროექტის მიზნებისა და უკვე მიღწეული შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

ევროკომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და უზრუნველყოს ისინი ბიზნეს ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.

პროექტი ხორციელდება სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა - მთიანეთში. ეს ის სამი რეგიონია, სადაც ყველაზე მძიმედ აისახა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგები და სადაც ყველაზე მეტად გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთში მოქმედი მედია საშუალებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ("ალიანს ჯგუფი", "კონსტანტა", "კრისტალი", "ლაზიკა კაპიტალი", "ფინკა") და ბიზნეს კონსულტაციების მიმწოდებელი ორგანიზაციის (ფონდი "ერანი") წარმომადგენლები.

შეხვედრის შედეგად დამყარდა სამუშაო კონტაქტები და ჩამოყალიბდა კომუნიკაციის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის შესახებ ინფორმაციის უფრო ეფექტურად გავრცელებას.

შეხვედრას 15 ადგილობრივი ჟურნალისტი დაესწრო, რომელნიც შემდეგ მედია საშუალებებს წარმოადგენდნენ: ჟურნალი "ღია ბოქლომი", გაზეთი "რეზიუმე", გაზეთი "ზუგდიდი", ჟურნალი "ზუგდიდელები", გაზეთი "თავისუფალი სიტყვა", გაზეთი "ეგრისის მაცნე", რადიო "ათინათი", ტელეკომპანია "ოდიში", ტელეკომპანია "მე-9 ტალღა".

საინფორმაციო შეხვედრები შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 2009 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდება.

###

პროექტს "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). 18-თვიანი ინიციატივის ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა - მთიანეთში მიკრო სესხები გაიცემა. გარდა ამისა, ბიზნეს ტრენინგები და კონსულტაციები ჩაუტარდება მცირე მეწარმეებს, ქალებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. მიკრო სესხების გაცემას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული ექვსი მიკრო საფინანსო ინსტიტუტი: "ალიანს ჯგუფი", "კრედო",  "კრისტალი",  "კონსტანტა",  "ფინკა", "ფინაგრო" და " ლაზიკა კაპიტალი", და ბანკი "კონსტანტა". ბიზნეს ტრენინგებსა და კონსულტაციებს წარმართავს ტენდერის შედეგად შერჩეული ორგანიზაციები: "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია" მცხეთა მთიანეთში,  "საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი" შიდა ქართლში და "ერანი" სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროექტის საკომუნიკაციო მენეჯმენტს ახორციელებს "ფაბლისითი ჯგუფი".

წაკითხულია: 8267