ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 15 წლისაა
28/09/2010

პრესრელიზი

28 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამართიანი არცევნებისა და დემოკრატიის 
საერთაშორისო საზოგადოება
ვაჟა ფშაველას გამზ.N 7

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 15 წლისაა

[publicity.ge] თბილისი,28 სექტემბერი,2010 - 2010 წლის სექტემბერში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" 15 წელი შეუსრულდა.

„სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED)მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა1995 წელს.ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

  • საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა;
  • სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათმიმართ ნდობის გაზრდის ხელშეწყობა; 
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; 
  • კანონმდებლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და კანონის უზენაესობის დაცვა.
ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებიდან გამომდინარე, „სამართლიან არჩევნებს" განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 

აღნიშნული პროექტები, ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის გზით, ხელს უწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.

ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, „სამართლიანი არჩევნები" ულოცავს ორგანიზაციის ყველა წევრს, დამკვირვებელს, აქტივისტს, ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომელს ორგანიზაციის 15 წლის იუბილეს. 

ამასთან, დიდ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.ორგანიზაცია კვლავაც ერთგული რჩება და ემსახურება იმ ღირებულებებს, რასაც დემოკრატიის განვითარება, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ხელისუფლება,და სამართლიანი და თავისუფალი არჩვენები წარმოადგენს.    

 

 

წაკითხულია: 2777