24 თებერვალი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
ამის შესახებ ჩხოროწყუს რაიონში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით გოგუასთან ერთად ჩხოროწყუს ტურისტული ატრაქციები მოინახულა და დაგეგმილ ტურისტულ პრეოქტებთან ერთად თათბირი გამართა.
ჩხოროწყუს ცენტრში უკვე რემონტდება ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, დაგეგმილია, შურუბუს მღვიმისკენ მიმავალი მარშრუტების მარკირება, მიწისქვეშა ტბების აღწერა და ტურსტულ კატალოგებსა და ბროშურებში შეტანა. ტობავარჩხილის ტბის მარშრუტზე ღამისგასათევი კოტეჯების მშენებლობა , ჩხოროწყუს ტურისტული პოტენციალის გარეკლამება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და სხვა ტურისტული პროექტები.
საინფორმაციო ცენტრები ჩხოროწყუს გარდა მარტვილსა და ზუგდიდში გაიხსენება , ასევე იგეგმება გაზაფხულისთვის სამეგრელოს ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით მასშტაბური კონფერენციის ჩატარება ანაკლიაში.