ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამელიორაციო სისტემების კომაპანია სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს
04/12/2013

პრესრელიზი

4 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სამელიორაციო სისტემების კომაპანია სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფ. ვეჯინის მიმდებარედ, ღია დამშრობი ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. სადრენაჟე სამუშაოები მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფ. ვეჯინში, რომლის დასრულების შემდეგ, დაჭაობებული 924 ჰექტარი მიწის გამოყენება გახდება შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის. აღნიშნული ფართობი, რომელიც 20 წელზე მეტია დაჭაობებულია, კერძო საკუთრებაა და სოფ. ვეჯინის მოსახლეობას ეუთვნის. პროექტის ღირებულებაა 342,429 ლარი.

დღეისათვის, უკვე შესრულებულია 24 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. ადგილზე მუშობს 7 ერთეული სპეც-ტექნიკა. 5 ერთეული ექსკავარტორი და 2 ერთეული ბულდოზერი. კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები საკუთარი ძალებით ერთი თვის წინ დაიწყო და სავარაუდოდ, 2014 წლის 1 მარტს დასრულდება.
ასევე, კომპანიას დაგეგმილი აქვს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში ალაზნისპირა მასივის დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია.
აღნიშნულ სამუშოებს კომპანიის დაკვეთით, საჯარო სააქციო საზოგადოება „უკრაინის მელიორაციისა და წყალსამეურნეო მშენებლობის სათაო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი" დააპროექტებს.

,,სადრენაჟე სამუშოები ჩატარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარდენახის, ბაკურციხის, კოლაგის, ძირკოკის, ჭანდარის, სოფ.გურჯაანის, ვაზისუბნის, ჩუმლაყის, ყიტაანის და ქალაქ გურჯაანის 3000 ჰა ფართობზე, რომელიც ასევე, წლებია დაჭაობებულია. უკვე დაწყებულია პროექტირება, რომელიც 2014 წლის მარტში დასრულდება. ამის შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო სამუშოებიც დაიწყება", - განაცხადა ვაჟა კირტავამ.

სადრენაჟე სამუშოები განხორციელდება კომპანიის საკუთრი ძალებით. ობიექტი შეტანილია კომპანიის 2014-2017 წლის სარეაბილიტაციო სამუშოების პროგრამაში. აღნიშნული პროექტის წინასწარი, სავარაუდო ღირებულებაა 4,5 მლნ ლარი.
ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში ალაზნისპირა მასივის დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები 2015 წელს დასრულდება.

 

წაკითხულია: 2262

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში