ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სამოქალაქო საზოგადოების ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ და რეკომენდაციები ევროკავშირს
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა პროგრამა ათი წლის არის. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე აღნიშნული პროგრამა ახალ მიდგომებისა და მიმართულებების ჩამოყალიბებას საჭიროებს.
წარმოდგენილი დოკუმენტი, განსაკუთრებული აქცენტებით საქართველოზე, იმ რეალურ მიღწევებს აღწერს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობამ მოიტანა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არარეგულარული მიგრაცია ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესი, ევროსკეპტიციზმისა და პოპულიზმის მზარდი ტენდენცია, რომელსაც ემატება რუსეთის პირდაპირი და ირიბი გავლენები. და მაინც, სწორედ ეს გამოწვევები ხდის ევროინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და ევროკავშირის მხრიდან ნათელ და ერთიან პასუხს მოითხოვს. აღმოსავლეთ პარტნიორობა როგორც პოლიტიკური პროექტი ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მხრიდან მნიშვნელოან ინვესტიციას საჭიროებს. აღნიშნული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს როგორც ინდივიდებში, ასევე ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.
წარმოდგენილი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების და ევროკავშირის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტების რეგულირების სფეროში. ვაჭრობასა და ენერგეტიკის პოლიტიკაში ინვესტირება შესაძლოა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა გახდეს.
მომავალი ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შენარჩუნების პარალელურად ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება და დიფერენციაცია. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ინდივიდუალური პოლიტილური მიდგომები უნდა შესთავაზოს ამ სახელმწიფოების საჭიროებების საპასუხოდ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შესაძლოა ამ ეტაპზე არ განიხილებოდეს, აუციელებლია რომ ევროკავშირმა უარი არ თქვას საშუალოვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ამ პერსპექტივის აღიარებაზე. მეორეს მხრივ საჭიროა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა მართონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინები. კვლევის ავტორების განცხადებით საჭირო ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნირობის შიგნით „ორ სიჩქარიანი ინტეგრაციის“ პროცესის შექმნას შეუწყოს ხელი და ისეთ ქვეყნებს როგორებიც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან უფრო მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეთ.
აუციელებელია, რომ ისეთ სექტორებში როგორებიც ვაჭრობა და უსაფრთხოებაა ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ინტეგრაციის განსხვავებული მოდელი შესთავაზოს. ერთ-ერთი ასეთ ფორმად კვლევის ავტორები ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ევროპის ეკონომიკური სივრცის მსგავსი ფორმატის ჩამოყალიბებას სთავაზობენ. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა ევროკავშირმა ჩამოაყალიბის ბალანსი დიფერენციაციასა და ინკლუზიორობას შორის. საჭიროა „მეტი მეტისთვის“ პრინციპის შენარჩუნება აზერბაიჯანის, ბელასურისა და სომხეთისთვის რათა მათ უპასუხონ ამ ქვეყნებში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებს. ამასთან ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს პირობითობის პრინციპი, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნის დახმარება, მხოლოდ გარკვეული წინასწარ შეთანხმებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და გააძლიეროს ისინი, რათა მათ უფრო ეფექტურად მოახერხონ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი. სწორედ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პარტნიორ ქვეყნებში.

და ბოლოს, ევროკავშირმა უნდა შეძლოს შიდა კრიზისებისა და გარედან, კერძოდ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალება, რომელიც თავის მხრივ ყველანაირად ცდილობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განადგურებას.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 942