წარმოდგენილი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების და ევროკავშირის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტების რეგულირების სფეროში. ვაჭრობასა და ენერგეტიკის პოლიტიკაში ინვესტირება შესაძლოა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა გახდეს.
მომავალი ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შენარჩუნების პარალელურად ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება და დიფერენციაცია. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ინდივიდუალური პოლიტილური მიდგომები უნდა შესთავაზოს ამ სახელმწიფოების საჭიროებების საპასუხოდ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შესაძლოა ამ ეტაპზე არ განიხილებოდეს, აუციელებლია რომ ევროკავშირმა უარი არ თქვას საშუალოვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ამ პერსპექტივის აღიარებაზე. მეორეს მხრივ საჭიროა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა მართონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინები. კვლევის ავტორების განცხადებით საჭირო ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნირობის შიგნით „ორ სიჩქარიანი ინტეგრაციის“ პროცესის შექმნას შეუწყოს ხელი და ისეთ ქვეყნებს როგორებიც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან უფრო მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეთ.
აუციელებელია, რომ ისეთ სექტორებში როგორებიც ვაჭრობა და უსაფრთხოებაა ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ინტეგრაციის განსხვავებული მოდელი შესთავაზოს. ერთ-ერთი ასეთ ფორმად კვლევის ავტორები ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ევროპის ეკონომიკური სივრცის მსგავსი ფორმატის ჩამოყალიბებას სთავაზობენ. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა ევროკავშირმა ჩამოაყალიბის ბალანსი დიფერენციაციასა და ინკლუზიორობას შორის. საჭიროა „მეტი მეტისთვის“ პრინციპის შენარჩუნება აზერბაიჯანის, ბელასურისა და სომხეთისთვის რათა მათ უპასუხონ ამ ქვეყნებში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებს. ამასთან ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს პირობითობის პრინციპი, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნის დახმარება, მხოლოდ გარკვეული წინასწარ შეთანხმებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება.