ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამოყვარულო სპორტული კლუბი " სპორტი ნათელ მხარეზე" ბილაინისგან
26/12/2011
    

 
პრესრელიზი

26 დეკემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge                             

  სამოყვარულო სპორტული კლუბი " სპორტი ნათელ მხარეზე" ბილაინისგან

[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 დეკემბერი, 2011 -  ყველაზე დინამიურად მზარდი კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში ბილაინი და სამოყვარულო სპორტის ფედერაცია " სპორტი ყველასათვის"  სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამოყვარულო სპორტულ კლუბს აყალიბებს.

სპორტულ კლუბში გაწევრიანება  თავისუფალია ბილაინის ნებისმიერ აბონენტისათვის, წევრად გახდომა  2012 წლის იანვრიდან   ბილაინის ოფიციალური ფეისბუქის გვერდის ( ბილაინი/ Beeline)  მოხდება.

სპორტული კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა სპორტული აქტივობების დაგეგმვით, იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც სპორტი  არ არის პროფესიული საქმიანობა  და იმ ძველი ქართული სპორტული სახეობების აღდგენა, რომელიც ამ ეტპაზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია.

სპორტული  კლუბის ფარგლებში, 2012 წლის იანვრიდან გამოქვეყნდება ერთწლიანი სპორტული კალენდარი, სადაც ყველა იმ სპორტული აქტივობის ჩამონათვალი იქნება, რომელშიც მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ აბონენტს შეეძლება, ბილაინის  სპორტულ კალენდარში მოხვდა ისეთი უძველესი ქართული სპორტის სახეობები, როგორებიცაა; ჭაკუნობა, საყრებურთი,  ჭოროლა , ჯილდაობა.

სპორტულ კლუბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით,  27 დეკემბერს, 13.00 ზე, რედისონ ბლუ ივერიაში ეროვნული ფედერაცია " სპორტი ყველასათვის" და კომპანია ბილაინი  ერთობლივ მემორანდუმს გააფორმებენ.

" ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება. დინამიური ზრდის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო  მასშტაბური სახე  მიღოს. 

 ჩვენი მიზანია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს  სახალისო სპორტულ აქტივობებში,  გარდა ამისა ჩვენ აღვადგენთ  მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ . " თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური " მოხარულები ვართ, რომ კომპანია ბილაინი შემოუერთდა ისეთ საჭირო და პრიორიტეტულ მიმართულებას რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ეწოდება. დარწმუნებულები ვართ,  ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ჩავუყრით საფუძველს." თენგიზ გაჩეჩილაძე, ფედერაცია  "სპორტი ყველასათვის "  ხელმძღვანელი.

"სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარს უჭერს ახალი სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას.  ბილაინის სპორტული კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი. "  ირაკლი სამყურაშვილი, სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე
.

წაკითხულია: 2384