ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამოყვარულო სპორტული კლუბი " სპორტი ნათელ მხარეზე" შემაჯამებელ ღონისძიებას მართავს
27/07/2012
                       


პრესრელიზი

27 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე 
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

სამოყვარულო სპორტული კლუბი " სპორტი ნათელ მხარეზე"  შემაჯამებელ ღონისძიებას მართავს

29 ივლისი 2012 ყველაზე დინამიურად მზარდი კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში ბილაინი და სამოყვარულო სპორტის ფედერაცია " სპორტი ყველასათვის"  სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამოყვარულო სპორტულ კლუბის შემაჯამებელ ღონისძიებას მართავს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე  მოხდება იმ ძველ ქართული სპორტული სახეობების ჩვენება, რომელიც ამ ეტაპზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია.

შემაჯამებელ ღონისძიებას დაასრულებს ჯგუფი ბანდეროლის  კონცერტი .

ღონისძიება გაიმართება 29  ივლისს, 13.00- ზე , ვარდების ბაღში .

შეგახსენებთ, რომ სპორტულ კლუბში გაწევრიანება  თავისუფალია ბილაინის ნებისმიერ აბონენტისათვის, წევრად გახდომა შესაძლებელია ბილაინის ოფიციალური ფეისბუქის გვერდის ( ბილაინი/ Beeline) მეშვეობით.

სპორტული კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა სპორტული აქტივობების დაგეგმვით, იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც სპორტი  არ არის პროფესიული საქმიანობა  და იმ ძველი ქართული სპორტული სახეობების აღდგენა, რომელიც ამ ეტპაზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია.

სპორტული  კლუბის ფარგლებში, 2012 წლის იანვრიდან  ჩატარდა 10 -ზე მეტი სამოყვარულო  სპორტული ღონისძიება .

" ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება.

დინამიური ზრდის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო  მასშტაბური სახე  მიღოს.

ჩვენი მიზანია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს  სახალისო სპორტულ აქტივობებში,  გარდა ამისა ჩვენ აღვადგენთ  მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ . " თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

" მოხარულები ვართ, რომ კომპანია ბილაინი შემოუერთდა ისეთ საჭირო და პრიორიტეტულ მიმართულებას რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ეწოდება. დარწმუნებულები ვართ,  ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ჩავუყრით საფუძველს." თენგიზ გაჩეჩილაძე, ფედერაცია  "სპორტი ყველასათვის "  ხელმძღვანელი.

"სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარს უჭერს ახალი სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას.  ბილაინის სპორტული კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი. "  ირაკლი სამყურაშვილი, სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე.

წაკითხულია: 2288