ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამუშაო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში
06/11/2013

პრესრელიზი

6 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

სამუშაო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილული იქნება „წყალი და ჯანმრთელობის" ოქმის რატიფიცირების უპირატესობები და სარგებელი, პოტენციური პრობლემები ოქმის მოთხოვნების შესრულების მხრივ და საქართველოს გამოცდილება მიზნობრივი მაჩვენებლების დადგენის სფეროში. შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ მოსახლეობის მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზს საქართველოს ორი რაიონის მაგალითზე.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოს დაცვის განყოფილების დირექტორის მოადგილე სერგიუს ლუდვისკასი, UNECE-ს "წყალი და ჯანმრთელობის" ოქმის სამდივნოს ოფიცერი გარემოს დაცვის საკითხებში პეეპ მარდისტე, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია "წყალი და ჯანმრთელობის" ოქმის მოთხოვნების რეალიზაციისა და საქართველოს მიერ მისი რატიფიცირების მნიშვნელობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

წაკითხულია: 2208

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში