პრესრელიზი
20 ოქტომბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
სამუშო შეხვედრა ქვემო ქართლში
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, რამინ ისმაილოვს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში მელიორაციის საკითხებსა და მუნიციპალიტეტების მიხედვით ამ კუთხით მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. კომპანიის დირექტორმა გამგებლებისგან მათ რაიონებში არსებულ პრობლემებზე მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა აღნიშნა, რომქვემო ქართლის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების წყალუზრუნველსაყოფად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდებააღმაშენებლის, კაზრეთის, იმირასანის,დმანისი-განთიადის, ახალი სადახლოს სარწყავ სისტემებს, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის პალდოს სარეგულაციო სათავე ნაგებობას. ასევე, სამუშაოები სრულდება ზემო სამგორის (სათავე ნაგებობა თბილისის წყალსაცავზე, ქვემო მაგისტრალური არხის და II რიგის გამანაწილებლებზე, მთის არხსა და ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხის კოშკურა წყალაღების ნაგებობაზე.
შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა და სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები ესწრებოდნენ.