ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი
30/03/2016
სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი
30-31 მარტი
„დემოკრატიული პროცესების განვითარება სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში\"

 

30 მარტს 10:30 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნიმდ\"-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მიერ ორგანიზებულ „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა\" ფორუმს გახსნის.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ფილიპ ჰამონდი და ნიდერლანდების სამეფოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი აიმერტ ვან მიდელკოოპი. ღონისძიებას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდა პოლიტიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ჰოლანდიიდან განიხილავენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობისას მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო გამოწვევებს.
ფორუმის უნიკალური ფორმატი შესაძლებლობას იძლევა შეკრიბოს სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების ახალგაზრდა პოლიტიკოსები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და უკრაინიდან. ფორუმი არის კრიტიკული პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის რეგიონის პოლიტიკური ელიტის მომავალ წარმომადგენლებს შორის.
ფორუმის მთავარი განსახილველი თემები:
· საარჩევნო სისტემები და საკონსტიტუციო ცვლილებები
· საარჩევნო კამპანიის წარმართვა და მედიის როლი დემოკრატიულ პროცესებში
· ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.
სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში (ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) 30-31 მარტს გაიმართება. ფორუმი ყოველწლიურია და თბილისში „ნიმდ\"-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) ორგანიზებით უკვე მეოთხედ იმართება.
საკონტაქტო ინფორმაცია
გიორგი ჩადუნელი - ტელ.: 599107333, e-mail: chadunely@gmail.com

 

 

წაკითხულია: 6793