ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამოსამართლო ეთიკის აქტუალური საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
02/02/2015

პრესრელიზი

სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამოსამართლო ეთიკის აქტუალური საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია" ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" ორგანიზებით სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამოსამართლო ეთიკის აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ სისვაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იარმილა არბენკოვმა.

კონფერენციაზე საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა: ,,მოსამართლეთა სემინარები სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირველობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად", ,,მართლმსაჯულების გაძლიერება", ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება".
  
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე სესიაში სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იარმილა ურბანცოვამ გააკეთა მოხსენება სამოსამართლო ეთიკისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თაობაზე.

სამოსამართლო ეთიკას უკავშირდებოდა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" წევრის, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი ადეიშვილის მოხსენებაც-,,სასამართლოს აცილება (თვითაცილება), როგორც სამოსამართლო ეთიკის შემდგენელი ელემენტის - მიუკერძოებლობის - უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში".
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, ადვოკატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია მომზადებულია საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობით განახორციელებული პროექტის - „მოსამართლეთა სემინარები სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად" ფარგლებში.

 

 

 

წაკითხულია: 3225

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში