პრესრელიზი
25 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54
„თეგეტა მოტორსი" მომხმარებლს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ცენტრალურ სერვის ცენტრში 1 ოქტომბრამდე მისულ მომხმარებელს ავტომობილისთვის სავალი ნაწილის შემოწმება უფასოდ შეეძლება. ასევე, მომხმარებელი მხოლოდ 10 ლარად შეძლებს კომპიუტერული დიაგნოსტირების სერვისით სარგებლობას და მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ სხვა მომსახურებაზე.
აქციის ფარგლებში, დამატებით მოქმედებს თეგეტა ქარდ გოლდის და სილვერის ფასდაკლებები და შესაძლებელია ქულების დაგროვება ნებისმიერი ტიპის თეგეტა ქარდის (კლასიკი, სილვერი, გოლდი) მფლობელებისთვის.
თეგეტა ქარდის ახალი ბარათების აღება შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში. თეგეტა ქარდ კლასიკ, სილვერ და გოლდ ბარათების ახალი სისტემა მარტივი და კომფორტულია. თითოეული შენაძენით მომხმარებელს უფროდაუფრო მომგებიანი პირობების მიღება შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსმა" მომხმარებელს ახალი ბარათები შესთავაზა. თეგეტა ქარდ კლასიკი, სილვერი და გოლდი ქართულ ბაზარზე პირველი ლოიალურობის ბარათებია ავტომობილის მფლობელებისთვის.