პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
5 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის
საკონტაქტო პირი: ქეთი კვიტატიანი
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
ტელ: 957 010
ელ.ფოსტა: pr@mes.gov.ge
ვებ.გვერდი: www.mes.gov.ge
[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 ოქტომბერი, 2007 - ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების პროგრამა საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უკვე ორი წელია, რაც ოლიმპიადების ტრადიციულ კუნკურსს ფიზიკაში, მათემატიკაში და ინფორმატიკაში, დაემატა ახალი ტიპის გუნდური ინტეგრირებული პროექტების კონკურსი. ამ კონკურსებში სასკოლო საგნობრივ ცოდნასთან ერთად აისახება მოსწავლეთა შემოქმედებითობა, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური ჩვევები.
წელს პირველი ხარისხის მედალი მათემატიკაში თორმეტმა, ინფორმატიკაში ორმა და ფიზიკაში რვა მოსწავლემ აიღო; გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში 150–მდე დაჯილდოვებულ პროექტს შორის ოცდახუთმა გუნდმა პირველი ხარისხის სიგელი მოიპოვა. გამარჯვებულები სიგელებითა და ფულადი პრემიებით ჯილდოვდებიან, ხოლო 40-მდე საუკეთესო მასწავლებელს სასწავლო წლის მანძილზე სტიპენდიები დაენიშნებათ.
პროგრამის წლიური ბიუჯეტი 250 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან წელს თანხის ოდენობა მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისად, გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში ახალი კონკურსები ცხადდება:
###