პრესრელიზი
3 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
სასოფლო - სამეურნეო მაღაზიების მონიტორინგი გრძელდება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა, დავით კიკნაძემ და პროექტის ფარგლებში მოქმედი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან მერებაშვილმა თელავის რაიონის სოფელ შალაურში ფერმერთა მომსახურების ცენტრში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მაღაზია დაათვალიერეს. შემოწმდა შხამ-ქიმიკატების ხარისხი და ფასები სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე. აღნიშნულ მაღაზიაში დარღვევები არ დაფიქსირდა.
,,მაღაზიების მონიტორინგი ყოველდღიურად ხორციელდება, რათა ფერმერებმა უპრობლემოდ შეძლონ, საბაზრო ღირებულებით ყველა საჭირო ინვენტარის და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო საქონლის შეძენა", - განაცხადა დავით კიკნაძემ.
ბარათების განაღდებისას ხარვეზების თავიდან აცილების, ასევე დარღვევების აღმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში შექმნილი მონიტორინგის 15 სპეციალური ჯგუფი, საქართველოს მასშტაბით არსებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს ყოველდღიურად ამოწმებს.
დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის ჯგუფების მიერ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო, ქვეყნის მასშტაბით 160 მაღაზია 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. დარღვევების აღმოჩენის გამო კახეთის რეგიონში სულ დაჯარიმებულია 33 მაღაზია, მათ შორის თელავში - 6. დარღვევების გამო პროექტიდან მოიხსნა 4 სასოფლო-სამეურნეო მაღაზია.