ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სასოფლო-სამეურნეო მაღაზიების მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს
04/07/2013

პრესრელიზი

4 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სასოფლო-სამეურნეო მაღაზიების მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში ნომინალური ბარათების განაღდება 1 აგვისტომდეა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ 884 სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში, მოსახლეობას საშუალება აქვს ნომინალური ბარათით სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და საქონელი შეიძინოს.
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა, დავით კიკნაძემ და პროექტის ფარგლებში მოქმედი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან მერებაშვილმა ბათუმში არსებული სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები დაათვალიერეს. აჭარის რეგიონში 26 სასოფლო-სამეურნეო სარეალიზაციო პუნქტია, აქედან 14 ბათუმში. მონიტორინგის ჯგუფმა შემოწმების შედეგად აჭარაში 10 მაღაზია დააჯარიმა, კერძოდ ბათუმში 7. პროექტიდან გაითიშა 2 სარეალიზაციო პუნქტი.
,,მაღაზიების მონიტორინგი პროგრამის დასრულებამდე სისტემატიურად გაგრძელდება, რათა ფერმერებმა პრობლემების გარეშე, შეძლონ საბაზრო ღირებულებით შეიძინონ ყველა ის საჭირო ინვენტარი და საქონელი, რომელიც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის დასჭირდებათ. ასევე, მინდა ავღნიშნო რომ ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში დარიგებული ნომინალური ბარათების განაღდება მოსახლეობას 1 აგვისტომდე შეეძლება", - განაცხადა დავით კიკნაძემ.
,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა კომბინირებული და ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები. ნომინალური ბარათი ფერმერს საშუალებას აძლევს შეიძინონ ნებისმიერი სახის სასოფლო - სამეურნეო ინვენტარი და საქონელი სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 884 აღნიშნული ტიპის სავაჭრო პუნქტი. აქედან მაღაზიაა აჭარის რეგიონში. ბათუმში გახსნილია სავაჭრო წერტილი.
ბარათების განაღდებისას ხარვეზების თავიდან აცილების, ასევე დარღვევების აღმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში შექმნილი მონიტორინგის 15 სპეციალური ჯგუფი, საქართველოს მასშტაბით არსებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს ყოველდღიურად ამოწმებს.

წაკითხულია: 2498

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში