ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა.
12/11/2013

პრესრელიზი

12 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია

საგამოფენო ცენტრნის "ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში სოფლის მეურნეობის სამნინისტროს ახალი სამსახურის - სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გახსნა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. თავის დროზე გაუაზრებლად ჩატარებული მიწის რეფორმის შედეგად, ძალიან დანაწევრდა მიწები. მოსახლეობის 90 %-ზე მეტს მფლობელობაში აქვს მხოლოდ 2 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, რომელზე მუშაობაც არარენტაბელური და არაეფექტურია. აღნიშნული პრობლემების მოგვარების და მცირე ფერმერთა დახმარების მიზნით, დავიწყეთ მუშაობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის საკანონმდებლო ინიციატივაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, პარლამენტმა მიიღო კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რის საფუძველზეც ჩვენ შევქმენით სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. ახალშექმნილი სამსახურის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფერმერთათვის ისეთი მექანიზმების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს კოოპერატივების გრძელვადიან განვითარებას და მათ წარმატებულ მუშაობას. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რათა გლეხებს დეტალურად ავუხსნათ, როგორ უნდა მოხდეს კოოპერატივის შექმნა, რა დადებითი მხარეები აქვს და რა საგებლობას მოუტანს მათ კოოპერატივში გაერთიანება. მიმდინარე წლის დეკემბრიდან კი, სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ფერმერთა გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესსაც დაიწყებს," - განაცხადა შალვა ფიფიამ.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშემ ხუან ხოსე ეჩანოვემ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძე.
თავის გამოსვლაში გიორგი მიშელაძემ აქცენტი კოოპერატივის სტატუსის მინიჭების და შემდგომი ფუნქციონირების ტექნკურ დეტალებზე გააკეთა.
,,იმისათვის რომ გაერთიანებამ ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი შერავათებით, თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში კოოპერატივის ორგანიზაციული ფორმით, შემდეგ კი მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს განაცხადით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მიღების შემდეგ, გაერთიანება ისარგებლებს განსაზღვრული პრივილეგიებით: სახელმწიფო პროგრამებსა და გრანტებზე ხელმისაწვდომობა, უფასო სასწავლო პროგრამები, საგადასახადო შეღავათები (სასოფლო-სამურნეო საქმიანობისთვის გამოყებნებული ქონების და მოგების გადასახიდისგან გათავისუფლება). მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოოპერაციის პროცესი ხელს შეუწყობს შეიქმნას საინფორმაციო ბაზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სახელმწიფო პროგრამები რეგიონების პრიორიტეტების მიხედვით ზუსტად განისაზღვროს და წარმატებით განხორციელდეს", - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახდა. დარგის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და მართლაც რომ უპრეცედენტო პროგრამები განხორციელდა. 
ფერმერთა ნებაყოფლობითი, სარგებელზე ორიენტირებული კოოპერაციის განვითარება, ხელისუფლებამ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აირჩია. კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს:
 
• სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას;
• თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას;
• მიწების კონსოლიდაციას;
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონი მიიღო. კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო", რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. სააგენტო, პირველ ეტაპზე საინფორმაციო-საკონსულტაციო სამუშაოებს ჩაატარებს რეგიონებში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მინიჭების პროცესს კი დეკემბრიდან დაიწყებს. 
საქართველოში ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება, ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ევროპის სამეზობლო პროგრამა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში საქართველო 2013-2016 წლებში 40 მილიონ ევროს მიიღებს

 

წაკითხულია: 2371

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში