ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყეს
13/11/2013

პრესრელიზი

13 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ თელავის გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გამართა. სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე, გლეხებსა და ფერმერებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ამ მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრიორიტიტულობაზე ესაუბრა. გიორგი მიშელაძემ კოოპერატივების შექმნის ტექნიკურ საკითხებზე და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ შეაღავათებზეც გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ანალოგიურ შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავენ.
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამრთლის იურიდიული პირი - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო", რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

წაკითხულია: 2394

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში