22/01/2014პრესრელიზი
22 იანვარი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესი იწყება
დღეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ პრესკონფერენციას გამართა. 27 იანვრიდან სააგენტო  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის  სტატუსის მინიჭების პროცესს  იწყებს.
,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის  სტატუსის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ და წარადგინონ სათანადო დოკუმენტაცია: უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;  საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი;  სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის  წესდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ" შეიმუშავა წესდების სარეკომენდაციო  ფორმა, რაც ფერმერებს სტატუსის მიღების პროცედურას გაუმარტივებს და  კოოპერატივის საქმიანობის  ეფექტურად  წარმართვაში დაეხმარება" - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში გაეშვება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი www.acda.gov.ge. მომსახურების გამარტივების მიზნით,  სააგენტო ელექტრონული სერვისის დანერგვას გეგმავს,  რის შემდეგაც ფერმერებს შეეძლებათ   რეგიონიდან  ჩამოუსვლელად,  ონლაინ რეჟიმში  გააკეთონ სტატუსის მიღების შესახებ განაცხადი.
სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში,  კოოპერატივი  სარგებლობს   „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონით"განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებით:
•	სოფლის მეურნეობის სამინისტრო  „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესი უზრუნველყოფის პროექტს" განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით) გადაცემას;
•	სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით", რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ახალი საწარმოების შექმნას ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებას ითვალისწინებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა განსაზღვრულია კოოპერატივებისთვისაც;
•	სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უფლებით, მიიღოს გრანტი;
•	განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და  კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით:
•	კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ქონების გადასახადით არ იბეგრება; 
•	მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი; 
•	სასოფლო სამეურნეო კოოპერატივისთვის არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი  წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად, შპს-სშემთხვევაში 200 000 ლარს შეადგენს;