21/03/2014პრესრელიზი
21 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19 
სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში   ურთიერთთანამშრომლობის   სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ  ლალი გზირიშვილმა. 
მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციის გამარტივებას  შეუწყობს ხელს. დაინერგება ერთი ფანჯრის პრინციპი და  საჯარო რეესტრის მიერ ავტორიზებულ  ნოტარიუსებს ენიჭებათ  უფლებამოსილება  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციზე განაცხადი მიიღონ. 
„მეწარმეთა შესახებ" და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ"  კანონის  შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივები  კერძო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ.  შესაბამისად, მათ რეგისტრაციას  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ანიჭებს.  სტატუსისი მინიჭების შემდეგ, მეწარმეებს  კანონით განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციისთვის, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს:
•	განცხადება/ დამფუძნებელთა შეთანხმება;
•	მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი 
დარეგისტრირების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოსაპოვებლად მეწარმეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
•	უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
•	საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი 
•	სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება