პრესრელიზი
7 სექტემბერი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
სასტუმროების როლი საქართველოს ტურიზმის განვითარებაში
საქართველოს ბუნება, განსხვავებული სამზარეულო და ქართული სტუმართმოყვარეობა ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათად იქცა. თუმცა, მხოლოდ გემრიელი მწვადით, მაღალი მთების ცქერითა და ჩვენი თბილი ჩახუტებით, ტურისტის მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ და შესაბამისად, ვერც მათი რაოდენობის ზრდას ვუწყობთ ხელს.
ბოლო წლებში, ამ სფეროს აშკარა განვითარებასთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებმა თუ კერძო ბიზნესმა საკუთარი თავის განვითარება დაიწყო.
ტურიზმის განვითარებაში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სასტუმროებს აკისრიათ.
როგორ იზიდავენ სასტუმროები ტურისტებს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სასტუმრო და ზოგადად, რა წვლილი აქვს მას ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში, ამ საკითხებზე კონტინეტ კრონ პალასის გენერალურ მენეჯერს მაია მახათაძეს ვესაუბრეთ:
_ სასტუმრო არის ერთ-ერთი პირველი დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში შემოსვლისთანავე ხვდება სტუმარს და ქვეყნის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას უქმნის. ამის ფონზე, მისი მნიშვნელობა ალბათ ყველასთვის ნათელია. სასტუმრომ უცხოელ სტუმარს უნდა მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, გააცნოს ქართული კულტურის ღირებულებები და ყველაფერი გააკეთოს, რომ სტუმარს გაჰყვეს დადებითი ემოცია და მოუნდეს ეს ემოცია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუზიაროს.
_ რა არის ის ძირითადი მახასიათებელი, რის მიხედვითაც ტურისტი ირჩევს სასტუმროს?
_ განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა უფრო და უფროო მეტ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდა დაცულობის უზრუნველყოფა. სტუმარი დაწრმუნებული უნდა იყოს, რომ სასტუმროში მიიღებს მაქსიმალურ კომფორტს და თავს იგრძნობს დაცულად. სწორდ ამიტომ, სტუმარი დიდი სიფრთხილით ეკიდება სასტუმროს შერჩევის პროცესს.
_ ქალბატონო მაია, როგორ უნდა მოახერხოს სასტუმრომ, რომ მოიზიდოს კიდეც სტუმარი, საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნას და დაბრუნების სურვილიც გაუჩინოს? კონკრეტულად თქვენი სასტუმროს მაგალითზე რომ გვესაუბროთ?
_ ჩვენმა სასტუმრომ 2014 წელს, როგორც კერძო ბიზნესმა დაიწყო მოღვაწეობა. დასაწყისში ბევრმა უცხოურმა კომპანიამ თანამშრომლობაზე უარი გვითხრა. ფიქრობდენ, რომ საქართველოში კერძო სასტუმრო შეიძლება არ ყოფილიყო ისეთი მაღალი დონის, როგორც შორიდან ჩანდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხში. მოგვიანებით, წარმატებით ვითანამშრომლეთ სასტუმროების მსოფლიო ბრენთან „კონტინენტთან" და 2015 წელს, თებერვალში ოფიციალურად გავხდით მათი ბრენდის წევრი. ეს კი იმას ნიშანვს, რომ ჩვენ იმ მაღალ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, რომელიც ამ ცნობილ ბრენდს აქვს. ამ პროცესში აქტიურად დაგვეხმარა ტურიზმის დეპარტამენტი, კერძოდ გიორგი ჩოგოვაძე და მათთან ერთად მოვახერხეთ საქართველოში ისეთი ბრენდის შემოყვანა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ამ ფაქტორმა კი სტუმრებისა და პარტნიორების მხრიდან ნდობის დონე გაზარდა.
_ შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ავტომატურად ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდაზე მეტყველებს?
_ ნამდვილად, საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ ქართულ ბაზარზე შემოგვაქვს ინოვაციური მიდგომები, ამ ეტაპისთვისაც სიახლეების დანერგვა მიმდინარეობს სასტუმროში. გამარტივებული პროცედურები, ინოვაციურობა და ბრენდის იმიჯი დიდი პრიორიტეტია ბაზარზე.
_ გარდა ინოვაციური მიდგომებისა, რა არის ის მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომლითაც იზიდავთ ტურისტს?
_ სასტურმო მისი დაარსების დღიდან გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე: ოჯახებისთვს, ბიზნეს პირებისთვის, წყვილებისთვის და ა.შ. სასტუმროს ინტერიერი, მისი შიდა და გარე დიზაინი მოწყობილია ისე, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა, 21-ე საუკუნეში კომფორტი არავის უკვირს, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი მაღალი დონის მომსახურებაა, 50 კვალიფიციური, მრავალ ენაზე მოსაუბრე და კეთილგანწყობილი სტაფი ემსახურება ჩვენს ვიზიტორებს.
ყველაზე მნიშნვნელოვანი ის არის, რომ ვცდილობდთ სასტუმროში მოხვედრილმა სტუმარმა კარგად შეიცნოს ქართული სული, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული ვერანდა, სადაც შესაძლებელია ქართული ღვინის დეგუსტაცია, გვაქვს ღია სამზარეულო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად შეწვას მწვადი თუ მოახვიოს ხინკალი. ჩვენმა მზარეულებმა შექმნეს სრულიდ ახალი საკონდიტრო, სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული, რომელიც მათ თვალწინ მზადდება და ცხელი ღუმელიდან სტუმრის თეფშზე ინაცვლებს. გვაქვს უძველესი ნივთები, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან გლეხებმა გვაჩუქეს. მაგ. ჩვენთან ინახება მე-18 საუკუნის ჭური და გიდი, თვალსაჩინოებების დახმარებით, სტუმარს უხსნის ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. გვაქვს ტურები საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით და თბილისის მასშტაბით, რომ სტუმარმა მაქსიმალურად მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ.
_ ქალბატონო მაია, როგორია სასტუმროს სტატისტიკა ტურისტების რიცხვის ზრდასთან დაკავშრებით?
ჩვენი სასტუმრო ძირითადად უცხოურ კონტიგენტს მასპინძლობს, მრავლად არიან : ევროპიდან, აზიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, გააქტიურდა ირანი და ეგვიპტე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით, სასტუმროს ვიზიტორთა რაოდენობა 70-100%-ით გავზარდეთ. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი როლი ტურიზმის განვითარებაში და ვცდილობთ, ღირსეულად შევასრულოთ ეს ღირსეული მისია. ჩვენმა მომხრაბელმა კარგად იცის, რომ მათ აქ მოუთმენლად ელიან!