22 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფი, კოორდინაციას უწევს დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემათა, სისტემის შექმნას. 10 წლიანი დაკვირვების გეგმის საფუძველზე, მათი მიზანი და მოსალოდნელი სარგებელი, საქმიანობის ცხრა პრიორიტეტულ სოციალურ სფეროდ იყოფა: კატასტროფები, ჯანმრთელობა, ენერგია, კლიმატი, წყალი, ამინდი, ეკოსისტემები, სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება.
მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 და პლენარული სესიის შეხვედრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე. მხარეები შემდგომი ეტაპისთვის (2015-2025) ათწლიანი გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომელშიც განსაზღვრულია GEOSS-ის (Global Earth Observation System of Systems დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემათა სისტემის) ხედვა.
„გეოპორტალის" მეშვეობით, უზრუნველყოფილია წვდომა ინტერნეტ მონაცემებზე. მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს და გამოიყენოს სანდო და უახლესი ინფორმაცია.