ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის (“შემოქმედებითი ევროპა“) წევრი ქვეყანა გახდა
25/02/2015

პრესრელიზი

25 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია 
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge http://www.myvideo.ge/?user_id=855045
 
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის ("შემოქმედებითი ევროპა") წევრი ქვეყანა გახდა

24 თებერვალს, ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - "Creative Europe"-ის („შემოქმედებითი ევროპა") წევრი გახდა. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი გახდა.

"Creative Europe" („შემოქმედებითი ევროპა") წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.

პროგრამაში - „შემოქმედებითი ევროპა", მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. "Creative Europe"-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მეშვეობით, საქართველოში არსებულ კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ - იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.

პროგრამა „Creative Europe"-ის („შემოქმედებითი ევროპა") წევრად გახდომა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/index_en.htm

წაკითხულია: 3093