ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM-2013 მონაწილეობს
05/11/2013
პრესრელიზი

5 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM-2013 მონაწილეობს

ლონდონში ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა WTM-2013 გაიხსნა, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენს. WTM მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა და საქართველო მასში 2004 წლიდან მონაწილეობს. წელს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, 5 ტურისტული კომპანია რომელიც მუშაობს შემოყვანაზე („კავკაზუს ტრეველ", „ვიზიტ ჯორჯია", „გეორგიკა თრეველ", „ექსფლორ ჯორჯია", „გეო ფლეი ტრეველ") და სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ი.

წელს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არსებულთან ერთად ახალ პრომო მასალებსაც წარმოადდგენს, სადაც ინფორმაცია საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე დაყოფილია პროდუქტების მიხედვით: კულტურა, ღვინო და კულინარია, ზამთარი, ლაშქრობები, ზაფხული. აღნიშნული პროდუქტი მსურველებს დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საქართველოს ცნობადობის გაზრდა და მისი როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციაა საერთაშორისო ბაზარზე. ასეთი მასშტაბის გამოფენაში ჩვენი მონაწილეობა დაეხმარება კერძო სექტორს და პირდაპირ შეუწყობს ხელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული ატრაქციების პოპულარიზაციას, რაც ცალსახად განაპირობებს ქვეყანაში დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნებიდან", განაცხადა გიორგი სიგუამ.

წაკითხულია: 2373