ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველო სამთო კურორტების მსოფლიო კონგრესზე
10/04/2014
პრესრელიზი
 
10 აპრილი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

საქართველო სამთო კურორტების მსოფლიო კონგრესზე

2014 წლის 9-10 აპრილს მე-8-ე საერთაშორისო სამთო კურორტების მსოფლიო კონგრესი რომელიც, ანდორაში მიმდინარეობს ანდორის პრემიერ მინისტრმა გახსნა. შემდეგ, სიტყვით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტალებ რიფაი გამოვიდა. შესავალი სიტყვის შემდეგ სამხრეთ კავკასია ახსენა: „მე მოვდივარ ძალიან ლამაზი ქვეყნიდან, რომელსაც ჯორჯია ქვია. მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მინდა გითხრათ რომ ეს ქვეყანა ტურიზმის დარგში ყველაზე მზარდია! ამ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი და ეხლა სწორედ ის დროა რომ მთელმა მსოფლიომ ამ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიცია. ამ ქვეყნის მიმართ დიდი პატივისცემის და ყურადღების დასადასტურებლად მე, ამ კონგრესზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას გუდაური სკი ტეზორტის ხელმძღვანელთან გავმართავ."

კონგრეს ესწრება 500-ე სამთო კურორტი. 

შეგახსენებთ ტალებ რიფაი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა 5-7 აპრილს, სადაც მან მაღალი რანგის შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართა. აგრეთვე ოფიციალურად გახსნა დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტისადმი მიძღვნილ შემაჯამებელი კონფერენცია.
წაკითხულია: 3833