ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს 5 ქალაქში საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება
06/03/2015
საქართველოს 5 ქალაქში საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართა

 

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის", ინიციატივით, საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში (პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე), ქუთაისში (წმ. ბარბარეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე), ზუგდიდში (ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე) გორში (იუსტიციის სახლთან) და თელავში (თეატრის წინ) საგზაო უსაფრცხოების აქცია გაიმართა.

 
აქციის მონაწილეებმა შეახსენეს ხელისუფლებას, რომ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეითებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. ხოლო მძღოლებს მოუწოდეს, გზა დაუთმონ ქვეითებს ქვეითთა გადასასვლელზე.

აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. მათ ქუთაისსა და საჩხერეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ახალგაზრდების დაღუპვა ამ ფორმით გააპროტესტეს.

აქციის სლოგანი იყო „ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!" და მას მხარს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა.

 

წაკითხულია: 3284