ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის კონფერენცია
06/12/2013

პრესრელიზი

საკონტაქტო პირი:
ნინო პატარაია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
თანაშემწე იურიდიულ საკითხებში
Nino.pataraia@gaa.ge
www.gaa.ge
www.facebook.com/GAAtbilisi
+995 558 28 41 28

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის კონფერენცია

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) დაფუძნდა 2013 წლის 22 აპრილს და მიზნად ისახავს არბიტრაჟის განვითარებას საქართველოში და არბიტრთა თვითრეგულირების მექანიზმის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით ასოციაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ეთიკის კოდექსის შექმნაზე და ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამასთან" (JILEP).
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან, არბიტრაჟთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტის მომზადებისათვის.
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია გეგმავს პერმანენტულად გააკეთოს კონფერენციები საქართველოში არბიტრაჟთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვისთვის. პირველი კონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 6 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" დილის 10 საათიდან 14 სთ-მდე. კონფერენციას გახსნის საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ალექსანდრე ბარამიძე.
კონფერენციის თემებია:
• არბიტრთა დანიშვნის საუკეთესო პრაქტიკა და ქართული რეალობა;
• არბიტრთა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;

მომხსენებლები:
არბიტრთა დანიშვნის საუკეთესო პრაქტიკა და ქართული რეალობა
 ირაკლი კორძახია - საადვოკატო ბიურო „კორძახია ჟღენტის" პარტნიორი; საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; CEDR accredited mediator.
 ლევან ჯანაშია - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

არბიტრთა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
 ლაშა ნოდია - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე; იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" მმართველი პარტნიორი; CEDR accredited mediator; MCIArb.
 სოფო ტყემალაძე - ADR ექსპერტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი/JILEP
 დადუნა კოხრეიძე - იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი; საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი.
ალექსანდრე იოსელიანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

თითოეული პრეზენტაციის დრო იქნება საშუალოდ 15 წუთი. პრეზენტაციების შემდეგ კი კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
კონფერენციაზე მოწვეულები არიან საქართველოს სავაჭრო პალატისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრები, ლიდერი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები და ადვოკატები.
კონფერენციის სპონსორები არიან: USAID - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი" (JILEP), იურიდიული კომპანია შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები, " შპს „დავების განმხილველი ცენტრი."

 

წაკითხულია: 4371