პრესრელიზი
27 ივნისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
საქართველოს ბანკი American Express® Gold Card - ს მომხმარებლის ფართო წრეს სთავაზობს
თბილისი, 27 ივნისი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ დღეიდან, მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პრემიალური კლასის საკრედიტო ბარათი, American Express® Gold Card -ი მომხმარებლის ფართო წრისათვის ხდება ხელმისაწვდომი. ამასთან, American Express Gold Card -ის, 2013 წლის 1-ლ სექტემბრამდე აღების შემთხვევაში, მომხმარებელს დაერიცხება გაორმაგებული MR ქულები, ასევე თუ 3 თვის განმავლობაში American Express Gold Card -ით დახარჯული თანხა შეადგენს 7500 ლარს, მფლობელს დაუბრუნდება ბარათის პირველი წლის საკომისიო.
საქართველოს ბანკის პრემიალური კლასის საკრედიტო ბარათი American Express Gold Card -ი, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს: ისარგებლოს ყველაზე მაღალი ლიმიტით ბაზარზე არსებულ საკრედიტო ბარათებს შორის; ისარგელობს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდით; ჩაერთოს დაგროვებით პროგრამაში Membership Rewards (MR) და ყოველ გადახდილ ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე დაერიცხოს ქულები, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია სასურველ საჩუქარზე; ასევე, ჩაერთოს ფასდაკლების პროგრამაში Selects და მიიღოს სპეციალური შეთავაზებები. გარდა ამისა, ბრენდირებულ მაღაზიაში თუ ონლაინშოპინგის დროს, American Express Gold Card-ით განხორციელებული ყველა შენაძენი ავტომატურად დაზღვეულია მოპარვისა და დაზიანებისგან, ხოლო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მოქმედებს ბარათის თაღლითობისგან დაცვა. მოგზაურობისას, American Express Gold Card-ის მფლობელი სარგებლობს სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევით; იმ შემთხვევაში თუ კი გადაიდო/გაუქმდა ავიარეისი ან მომხმარებელმა გაუშვა დამაკავშირებელი ფრენა, ასევე ბარგის დაგვიანების ან დაკარგვისას, ბარათის მფლობელს, დაზღვევა ყველა ძირითად ხარჯს აუნაზღაურებს.
American Express Gold Card -ის აღებისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 2000 MR ქულას, თუ უკვე არ ფლობს საქართველოს ბანკის American Express Green ან American Express Rewards Card -ს. American Express Gold Card -ის მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ დამატებითი ბარათით სხვა ადამიანისთვის და ერთად დააგროვონ MR ქულები, ორჯერ უფრო სწრაფად.
საქართველოს ბანკი, ფლობს საქართველოში American Express ბარათების გამოშვების და სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვის ექსკლუზიურ უფლებას. საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს American Express-ის ბარათების ფართო არჩევანს, მომხმარებლის სხვადასხვა მოთხოვნის გათვალისწინებით: American Express Card, American Express Gold Card, American Express Blue Card, American Express Rewards Card და American Express ბიზნეს ბარათები.
დამატებითი ინფორმაციისთვის American Express-ის ბარათებთან დაკავშირებით ეწვიეთ: www.amex.ge