ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკი Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს
15/10/2013

პრესრელიზი

11 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

აკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge 

საქართველოს ბანკი Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

თბილისი, 15 ოქტომბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს თბილისში, კიდევ ერთი, ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი გორგასალის ქუჩაზე, 41 ნომერში მდებარეობს.

საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, მომხმარებელს საშუალება აქვს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.

ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 42 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.

დამატებითი ინფორმაცია Express-ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge

 

წაკითხულია: 2230