პრესრელიზი
29 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკი Express სერვისცენტრების ქსელს აფართოვებს
თბილისი, 29 აგვისტო, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, თბილისში, სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი" (აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ) ახალი Express სერვისცენტრის გახსნის შესახებ. ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის Express სერვისცენტრები, მომხმარებელს ყველაზე მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 32 Express სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია Express-ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: http://www.expressbank.ge/