პრესრელიზი
12 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკი ექსპრესების ქსელს კიდევ უფრო აფართოვებს
თბილისი, 12 ივნისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ექვსი ახალი ექსპრეს სერვისცენტრის გახსნის შესახებ. ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრები, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას, შემდეგ მისამართებზე შესთავაზებს: კალაუბნის ქ. #9-ში, თამარ მეფის გამზირი #11-ში, ქინძმარაულის შესახვევი #10-ში, გლდანის მასივი მე-6მკრ-ში 22 და 23-ე კორპუსის მიმდებარედ, მიცკევიჩის ქ. #29-ში და ახალციხეში თამარაშვილის ქ. 1-ში, სუპერმარკეტ „სმარტში".
საქართველოს ბანკის, ექსპრეს სერვისცენტრები დაყოფილია ორ ზონად,
მომხმარებელს მოემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე, არის
თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში, შეძლებს
ისარგებლოს, ინტერნეტბანკის ტერმინალით, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ით და ბანკომატით. ხსენებული ელექტრონული არხების
მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განამავლობაში შეძლებს: თანხის ან გზავნილის
განაღდებას, sms სესხის მიღებას,
კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის
გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ექსპრესის სერვისცენტრების, მომსახურების ზონა,
სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება
ყოველდღე დილის 900 საათიდან
2100 საათამდე
და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე. ექსპრესის სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და
მარტივად შეძლებს, ისარგებლოს სპეციალურად ექსპრესისთვის შექმნილი პროდუქტებით -
ექსპრესპაკეტით (რომელიც შეცავს - ექსპრესბარათს, მულტისავალუტო ანგარიშს,
ინტერნეტბანკისა და სმს ბანკის მომსახურებას), ექსპრესანაბარის დარეგისტრირებას,
ექსპრესკრედიტის და ექსპრესორენჯის განაცხადის შევსებას. ასევე, საქართველოს
ბანკის სხვა პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა American Express Blue Card-ის განაცხადის შევსება/დამუშავება, მობილ ბანკის,
ტელეფონ ბანკის, მუდმივი საგადასახადო დავალების, ავტომატური გადახდების,
პლასტიკური ბარათის დაზღვევისა და ელექტრონული ყულაბის მომსახურები ჩართვა.
საქართველოს ბანკის, ახალ ექსპრეს
სერვისცენტრში, ჯამში 40 ადამიანი დასაქმდა. ამ დროისთვის საქართველოს ბანკის 26 ექსპრეს
სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია ექსპრესის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge