ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკი რეგიონში Express სერვისცენტრების ქსელს კიდევ უფრო აფართოვებს
16/09/2013

პრესრელიზი

16 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge

საქართველოს ბანკი რეგიონში Express სერვისცენტრების ქსელს კიდევ უფრო აფართოვებს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 სექტემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, Express სერვისცენტრების ქსელი გააფართოვა და დღეს კიდევ ერთი ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი ქალაქ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე 16 ნომერში მდებარეობს.

საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, რუსთავის და არამარტო, მოსახლეობას, შეუძლია ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.

ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 40 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.

დამატებითი ინფორმაცია Express-ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge

 

 

 

 

წაკითხულია: 2097