23 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
[ Publicity.Ge ] თბილისი, 23 სექტემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, Express სერვისცენტრების ქსელი რეგიონში კიდევ უფრო გააფართოვა და დღეს ბათუმში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი ლერომნტოვის ქუჩაზე 108 ნომერში მდებარეობს.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, ახალ უკვე ბათუმის და არამარტო, მოსახლეობა, შეძლებს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 40 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.
დამატებითი ინფორმაცია Express-ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge