პრესრელიზი
1 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკი სესხებზე შეთავაზებების სეზონს განაგრძობს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 ივნისი, 2012
- საქართველოს
ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, იპოთეკურ სესხებზე სპეციალური
შეთავაზების გაგრძელების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გრძელდება
სპეციალური შეთავაზება იპოთეკურ სესხებზე - ის, ვინც 1 ივლისამდე ისარგებლებს იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, გათავისუფლდება და არ გადაიხდის პირველი ორი თვის საპროცენტო შენატანს.
საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა
შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც
თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის,
აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ბინისა და სახლის მშენებლობა.
დამატებითი ინფორმაცია იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით, იხილეთ: www.sb.ge