პრესრელიზი
7 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკი ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიას შორისაა
თბილისი, 7 ივნისი, 2012 - საქართველოს
ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,
განაცხადა, მისი აქციების ფუტსი (FTSE) 250 ინდექსში შეტანის შესახებ, რაც ძალაში 2012 წლის 15 ივნისიდან შევა. შესაბამისად, საქართველოს ბანკი
კაპიტალიზაციით უკვე ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიას შორისაა. ამისათვის,
ბანკმა დააკმაყოფილა არაერთი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი და კრიტერიუმი, მათ
შორის საბაზრო კაპიტალიზაციისა და აქციების თავისუფალი მიმოქცევის მაღალი
მაჩვენებლები.
„საქართველოს ბანკის აქციების შეყვანა ფუტსი (FTSE) 250 ინდექსში,
არის წინ გადადგმული, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის
ბანკის აქციების ლიკვიდობას და კომპანიის ცნობადობას საერთაოშრისო კაპიტალის
ბაზრებზე. საქართველოს ბანკი უნიკალურია ფუტსი (FTSE) ინდექსში შემავალ ბანკებს
შორის, რადგან ინვესტორებს სთავაზობს წვდომას სწრაფად მზარდ ქართულ ბაზარზე და
აქვს ბალანსის, ლიკვიდობისა და შემოსავლიანობის ძლიერი მაჩვენებლები," განაცხადა
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.