საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს აქციას იპოთეკურ, სამომხმარებლო და ავტოსესხებზე - „გაიტანე 9-ანში!"
თბილისი, 20 ივნისი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სამომხმარებლო, იპოთეკურ და ავტოსესხებზე განახლებული პირობებისა და გამარტივებული პროცედურების შეთავაზების შესახებ. საქართველოს ბანკის აქციის ფარგლებში „გაიტანე 9-ანში!", მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით სამომხმარებლო, იპოთეკურ და ავტოსესხებზე, რაც გულისხმობს: შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს 9%-დან, სესხის გაცემის გამარტივებულ პროცედურას, სესხის გაზრდილ ვადასა და თანხის მოცულობას, შემცირებულ სესხის საკომისიოსა და მეტ საჩუქარს.
მას, ვისაც სურს დასვენება, ავეჯის ან ტექნიკის შეძენა, გარდერობის განახლება თუ სწავლისთვის საჭირო თანხის მიღება და ხელფასი საქართველოს ბანკში ერიცხება, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სამომხმარებლო სესხით უკვე ხელფასის 14-მაგი ოდენობით (მაქსიმუმ 50,000 ლარი/ექვივალენტი აშშ დოლარში/ევროში), საპროცენტო განაკვეთით 9%-დან (ეფექტური 14.41%-დან), ვადით 10 წლამდე, მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის მოთხოვნა - 200 ლარი.
მათ, ვისაც სურს შეიძინოს, ააშენოს ან გაარემონტოს ბინა, სახლი, აგარაკი, თუ საოფისე ფართი, შეუძლია ისარგებლოს 175,000 აშშ დოლარამდე მოცულობის იპოთეკური სესხით (ექვივალენტი ლარში/ევროში) საპროცენტო განაკვეთით 9%-დან (ეფექტური 10.27%-დან), გახანგრძლივებული ვადით 15 წლამდე. საქართველოს ბანკი მომხმარებელს ასევე აძლევს საშუალებას კიდევ უფრო შეამციროს იპოთეკური სესხის პროცენტი უნიკალური Offset (ოფსეტ) ფუნქციის მეშვეობით (მაქსიმუმ 4-ჯერ).
მას, ვისაც სურს გამოცვალოს ძველი და შეიძინოს ახალი ავტომანქანა ავტოსალონიდან, ისარგებლებს ავტოსესხის გაუმჯობესებული პირობებით - საპროცენტო განაკვეთი 9%-დან (ეფექტური 12.74%-დან) და პირველადი შენატანი მხოლოდ 10%. მსესხებელს საქართველოს ბანკისგან საჩუქრად გადაეცემა 1-წლიანი ავტოდაზღვევა, ასევე ახალი ავტომობილის 15-ჯერ უფასოდ გარეცხვა. ავტოსესხის მაქსიმალური თანხაა 70,000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში/ევროში), სესხის ვადა - 6 წლამდე.
დამატებითი ინფორმაცია განახლებული შეთავაზების შესახებ იპოთეკურ, სამომხმარებლო და ავტოსესხებზე, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.gaitane.ge