ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პატრონაჟს განაგარძობს
15/05/2012
   პრესრელიზი
15 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248                 
+995 77 720 144                 
sbalavadze@bog.ge

საქართველოს ბანკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პატრონაჟს განაგარძობს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  დღეს მემორანდუმი გააფორმა, „კავკასიის ბუნების ფონდთან" (CNF),  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რომლის თანახმადაც  ბანკი, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" მეშვეობით გამოყოფს 75,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მომდევნო ერთი წლის განამავლობაში მხარდასაჭერად. ხსენებული თანხა მოხმარდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

საქართველოს ბანკი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე სამი წელია თანამშრომლობს და 2009 წლიდან დღემდე, უკვე მოახმარა 150,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის, 2011 წლის შემოდგომაზე გახსნილი ვიზიტორთა ცეტნრის განახლებას. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, ბანკი განაგრძობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფინანსურ მხარდაჭერას კიდევ ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც 75,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სატანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. 2007 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის, PAN Park-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვას და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია. ეროვნულ პარკში გერთიანდა ტერიტორიები, რომლებიც საქათველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიაზე. საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰა-ია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიზე გავრცელებულია, იშვიათი ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ფლორის სახეობები, საქართველოს „წითელ ნუსხაში" შესული მსხვილი ძუძუმწოვრები და ფრინველის იშვიათი სახეობები. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია.მის სახვადასხვა უბნებზე მარელისში, აწყურში, ლიკანსა და ქვაბისხევში დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფარი უმასპინძლებს.

წაკითხულია: 2233