პრესრელიზი
26 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი - აგროგანვადება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 მარტი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, ახალი პროდუქტის - აგროგანვადების დანერგვის შესახებ. პროდუქტი გათვლილია აგრო სექტორში მოქმედი ბიზნესის ხელშეწყობაზე, რაც გულისხმობს, საქართველოს ბანკის მიერ, აგრობიზნესში დასაქმებული პირების დაბალპროცენტიანი სესხით დაფინანსებას. აგრომეწარმეს საშუალება ეძლევა, საქართველოს ბანკში ისარგებლოს აგროგანვადებით და ბანკის პარტნიორი მომწოდებელი მაღაზიებისაგან შეიძინოს აგროკულტურის სათესლე და სანერგე მასალები, შხამქიმიკატები, სასოფლო სამეურნეო მასალები სპეციალური ფასდაკლებით. აგროგანვადების მისაღებად აღნიშნული საქონელი შეძენილი იყოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში.
აგრო განვადების მაქსიმალური მოცულობა 500,000 შშ დოლარია, სესხის ვალუტა - ლარი, ხოლო სესხის ვადა 1-12 თვემდე. თანამონაწილეობა არ მოითხოვება. სესხი გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით - აგრო განვადების დამტკიცების შემდეგ, თანხა გადაერიცხება მომწოდებელ მაღაზიას, რის შემდეგაც მომხმარებელი მიიღებს პროდუქციას. სესხის დაფარვის გრაფიკი ინდივიდუალურია, შესაძლოა დაიშვას საშეღავათო პერიოდი, სესხის ვადის ბოლომდე.
დამატებითი ინფორმაცია აგროგანვადების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: http://www.sb.ge/