ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება ბიზნესსესხებზე
01/08/2012


პრესრელიზი

1 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge

 საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება ბიზნესსესხებზე

 საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხებზე ახალი შეთავაზების შესახებ. ის, ვინც ხვალიდან, 31 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლებს საქართველოს ბანკის ბიზნესსესხით 500,000 აშშ დოლარამდე ოდენობით, გათავისუფლდება 3 თვემდე საპროცენტო შენატანისგან, რაც შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მეტი თავისუფლებით განკარგოს მისი ფინანსური სახსრები და დაზოგილი თანხა მოახმაროს ბიზნესის გაფართოებას.

სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იურიდიულ პირს, ვისაც სურს დაფაროს სხვა ფინანსური ვალდებულებები,  საქმიანობისთვის შეიძინოს საბრუნავი და ძირითადი საშუალებების/უძრავი ქონება ან აწარმოოს სარემონტო სამუშაოები. ის მომხმარებელი, ვინც უკვე ფლობს ბიზნესს, შესაძლებლობა აქვს სესხით საკუთარი სამომხმარებლო მიზნები და ბიზნესის მიმდინარე ხარჯები დააფინანსოს, ასევე განახორციელოს ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნობრიობის კომბინაცია. ბიზნესსესხის თანხა განისაზღვრება 1,000 აშშ დოლარიდან 500,000 აშშ დოლარამდე. სესხით სარგებლობა შესაძლებელია ლარშიც და ევროშიც.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.sb.ge/

წაკითხულია: 2197