პრესრელიზი
10 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკის ახალი სერვისცენტრი დედოფლისწყაროში გაიხსნა
თბილისი, 10 სექტემბერი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქ. #42, ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ. ახალ სერვისცენტრში, რომელიც თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი, მომხმარებელი მიიღებს ფართო სპექტრის საბანკო მომსახურებას, მარტივად და კომფორტულად.
საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციებში, უკვე 182 სერვისცენტრი აქვს. მათ შორისაა 32 Express სერვისცენტრი, რომელიც მომხმარებელს ყველაზე სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სერვისცენტრები ასევე განთავსებულია თბილისის მეტროს სადგურებში, სადაც მომხმარებელს დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე ემსახურება, რაც დამატებით კომფორტს უქმნის კლიენტებს.