ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის ახალი სერვისცენტრი ბათუმში გაიხსნა
24/12/2012
 

პრესრელიზი

24 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144

საქართველოს ბანკის ახალი სერვისცენტრი ბათუმში გაიხსნა

თბილისი, 24 დეკემბერი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. #23-ში, ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ. ახალ სერვისცენტრში, რომელიც თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი, მომხმარებელი მიიღებს ფართო სპექტრის საბანკო მომსახურებას, მარტივად და კომფორტულად.

საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციებში, უკვე 192 სერვისცენტრი აქვს. მათ შორისაა 39 Exspress სერვისცენტრი, რომელიც მომხმარებელს ყველაზე სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სერვისცენტრები ასევე განთავსებულია თბილისის მეტროს სადგურებში, სადაც მომხმარებელს დილის 800-დან საღამოს 2000 საათამდე ემსახურება, რაც დამატებით კომფორტს უქმნის კლიენტებს.

წაკითხულია: 2027