ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/12/2021
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

23 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, ბანკმა ამჯერად იურიდიული პირებისთვის ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი შეძლებს ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში - ბიზნეს ინტერნეტბანკში იხილოს.

ამგვარად, უკვე მარტივად და კომფორტულად, ცენტრალიზებულადაა შესაძლებელი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგი. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური დირექტორებისა და ბუღალტრებისთვის, რადგან ეს საგრძნობლად უმარტივებს მათ ყოველდღიურ ოპერაციებს.


დეტალურად, თუ როგორ გამოიჩინოთ სხვა ბანკის ანგარიშები ბიზნეს ინტერნეტბანკში, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=LqYeThhemD4


„ხშირად, ფიზიკურ პირებთან შედარებით, ბიზნესს მეტად ესაჭიროება რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთდროულად თანამშრომლობა, რათა მომხმარებელს უკეთესი მომსახურება გაუწიოს. სწორედ ამიტომ, ღია ბანკინგის ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული პირებისთვის. საწყის ეტაპზე, ისინი შეძლებენ ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში იხილონ. 2022 წლიდან კი, ღია ბანკინგი ახალ ეტაპზე გადავა და უკვე გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერციები, როგორიცაა: გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ.", - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.


 


 


საქართველოს ბანკისშესახებ:


 


საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 35.3%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.0%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 36.1%) მიხედვით (2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს 212 სერვისცენტრის, 985 ბანკომატისა და 3,130 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge http://www.bog.ge/


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 929