ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ ცნეს
10/10/2014

პრესრელიზი


10 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 24
6

საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ ცნეს

თბილისი, 10 ოქტომბერი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის International Finance Magazine (IFM) -ის ჯილდოს მინიჭების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას გადაეცა, როგორც ამ მომსახურების საუკეთესო მიმწოდებელს საქართველოში. 

IFM -ის დაჯილდოება აღნიშნავს იმ ფინანსური მომსახურების კომპანიების მიღწევებს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ გამორჩეულ მომსახურებას, ქმნიან მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას და გამოირჩევიან ინოვაციითა და შედეგებით. ჯილდოს მინიჭებისას, ყურადღება ასევე ექცევა ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვა.

IFM -ის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში. ჟურნალი ფინანსური სფეროს სიახლეებს აწვდის ხსენებული სექტორის წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება სადღეისოდ 900 მლნ ლარზე მეტი მოცულობის აქტივებს მართავს და ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებს, მათი ოჯახის პირდაპირ წევრებს თბილისის ოფისისა და ოთხი უცხოური წარმომადგენლობის მეშვეობით: ლონდონში, ბუდაპეშტში, თელ ავივსა და სტამბოლში. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას ბაზარზე გამოარჩევს თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, უშუალოდ მისთვის განკუთვნილი, ექსკლუზიური პროდუქტისა და მრავალფეროვანი ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება," განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინვესტიციების მართვის დარგში, არჩილ გაჩეჩილაძემ. „მსურს მივულოცო დაგროვილი ქონების მართვის მთელ გუნდს ეს წარმატება."

წაკითხულია: 2937