პრესრელიზი
16 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკის ენერგიული განვადება
თბილისი, 16 მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა ახალი პროდუქტის - ენერგიული განვადების დანერგვის შესახებ. მას, ვინც 30 ივნისის ჩათვლით ისარგებლებს საქართველოს ბანკის მომენტალური განვადებით, განვადებით მიღებულ ყოველ 10 ლარზე საჩუქრად გადაეცემა, 3 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია. მომხმარებელს, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, საშუალება აქვს, საქართველოს ბანკის განვადების ქსელში ჩართულ მაღაზიებში, შეიძინოს სასურველი ნივთი ან მომსახურება და ამავე დროს საჩუქრად მიიღოს ელექტროენერგია.
საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელს განვადების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელს და მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ განვადების პირობებს. საქართველოს ბანკის ენერგიული განვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 წლამდე ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც შეადგენს მინიმუმ 200 ლარს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 200-დან 5000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24 თვემდე.
მომხმარებელს, განვადების მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის შესაბამის პროვაიდერთან აბონენტს, საკუთარ ნომერზე, ბანკისგან ჩაერიცხება განვადების თანხის შესაბამისი, კვტ.სთ-ების თანხა, ანუ ყოველ 10 ლარზე 3 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის შესაბამისი თანხა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ენერგიულ განვადებაზე, ასევე აქციაში ჩართული განვადების წერტილების ჩამონათვალის სანახავად, ეწვიეთ: http://www.sb.ge/