ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის სწრაფი ფულადი გზავნილი „ელვა“ უკვე თურქეთში
14/04/2014
პრესრელიზი

14 აპრილი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246

საქართველოს ბანკის სწრაფი ფულადი გზავნილი „ელვა" უკვე თურქეთში

თბილისი, 14 აპრილი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, აცხადებს სწრაფი ფულადი გზავნილის „ელვა" თურქეთში დანერგვის შესახებ. დღეიდან, „ელვას" საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გააგზავნოს და მიიღოს თანხა, საქართველოსა და თურქეთში მარტივად და იაფად.

თურქეთიდან თანხის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს დაჭირდება მხოლოდ გზავნილის კოდი, რომელსაც გამომგზავნი შეატყობინებს. კოდის მეშვეობით, მიმღებს თანხის განაღდება შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ბანკომატში, ან სატელეფონო ცენტრის დახმარებით. მიმღები არ იხდის არანაირ საკომისიოს. თანხის გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელმა საქართველოში, უნდა მიაკითხოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, ხოლო თურქეთში - „Aktif Bank"-ის ნებისმიერ ფილიალს ან ფოსტის რომელიმე ოფისს. სწრაფი ფულადი გზავნილით „ელვა", მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს და მიიღოს თანხა ლარის, აშშ დოლარის, ევროს ვალუტაში.

დამატებითი ინფორმაცია გზავნილით „ელვა" სარგებლობის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.elva.info

 

 

წაკითხულია: 3363