პრესრელიზი
28 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკის შეთავაზება „სესხი რემონტისთვის“
[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 აპრილი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს კიდევ ერთი შეთავაზების „სესხი რემონტისთვის“ შესახებ განაცხადა.
„სესხი რემონტისთვის“ ეს არის მომხმარებელზე მორგებული, მოქნილი პროდუქტი, რომელიც უშუალოდ პასუხობს იმ მომხმარებლის მოთხოვნას, რომელსაც სურს სახლის და/ან ბინის გარემონტება თუ ავეჯის შეძენა. პროცედურა ძალიან მარტივია – მომხმარებელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა.
„სესხი რემონტისათვის“ გაიცემა როგორც ლარში, ისე დოლარში; სესხის ვადა 6 წლამდეა.