პრესრელიზი
5 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
საქართველოს ბანკის მომენტალური განვადება რეალურ 4.9%-ად
თბილისი, 5 აპრილი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, მომენტალური განვადების უპრეცედენტო შეთავაზების დაწყების შესახებ. ის, ვინც ისარგებლებს საქართველოს ბანკის მომენტალური განვადებით, ბანკის პარტნიორ მაღაზიებში განთავსებულ ბანკის წარმომადგენლებთან, გადაიხდის განვადების თანხის ზუსტად 4.9%-ს .
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს განვადების წერტილების ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელს და მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ განვადების პირობებს. საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 ასაკის ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 200-დან 3,000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24 თვემდე. საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე: http://www.zustad.ge/